უნივერსიტეტ «გეორგიას” აქვს სკუთარი შენობა, სასწავლო-სამეცნიერო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თანამედროვე სასწავლო დოკუმენტაცია, პრაქტიკის ბაზები, ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის, ვიდეო-აუდიო, ლინგაფონის და სხვა კაბინეტ-ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა-სამკითხველო, სადაც შეიძლება დაუკვეთოთ ნებისმიერი სახელმძღვანელო, თუ სასწავლო პროგრამები, კონსპექტები, ბუკლეტები და სხვა.

უნივერსიტეტს გააჩნია

ტანსაცმლის მოდელირებისა და კონსტრუირების სპეცილობისათვის, როგორც სასწავლო, ასევე პრაქტიკის მიზნით, შექმნილია სრულყოფილი სამხატვრო და სამკერვალო სახელოსნო



მოსამზადებელი განყოფილება

მოსამზადებელ კურსებზე აბიტურიენტები, მზადდება ეროვნულ ცენტრებში მისაღები გამოცდებისთვის, მაღალ დონეზე, გარანტირებულად. გადასახადი მინიმალურია.
მომზადება სწარმოებს საშ. სკოლის პროგრამებით, მიზნობრივად, არჩეული სპეციალობის მიხედვით. მომზადების დრო და საგნების რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, მათი ცოდნის შესაბამისად.

                                        უმაღლესი  განათლების პროგრამები
 
ჰუმანიტარული ფაკულტეტი

I.
საერთაშორისო ურთიერთობები (აკადემიური პროგრამა-ბაკალავრიატი 4 წელი)


ამზადებს ფართო პროფილის საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტებს, კვალიფიკაციით: _ ”საერთაშორისო ურთიერთობები "
II. უცხოური ენები (აკადემიური პროგრამა-ბაკალავრიატი 4 წელი. პროფესიული პროგრამა 3 წელი)

უნივერსიტეტგეორგიას მაპროფილებელი კათედრის პროფესორ-მასწავლებლების ინტენსიური ჩართვა, ამ სპეციალობაში, განაპირობებს მაღალკვალიფიციური თარჯიმნებისა და გიდ-თარჯიმნების მომზადებას. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ შესასწავლ ენაზე პროფესიულად მეტყველება, ტექსტების თარგმნა.  უცხოური ენები შეისწავლება კვირაში 9 საათი. სურვილის მიხედვით შეიძლება მეორე, სალაპარაკო ენის შესწავლაც. შეისწავლება  სპეციალური და მაპროფილებელი საგნები, როგორიცაა, მაგალითად:
უცხო ენა, ინფორმატიკა და გამოთვლითი ტექნიკა, გამორჩეულად და გაძლიერებით;
თარგმნის თეორია და პრაქტიკა;
ვიდეო და აუდიო კლასებში პრაქტიკული მუშაობის მეთოდები და სხვა.
სტუდენტები გაივლიან სასწავლო და წინასადიპლომო პრაქტიკებს, ტარდება მიზნობრივი და პრაქტიკული მეცადინეობები და ექსკურსიები მუზეუმებსა და ტურისტულ ორგანიზაციებში.

გაიცემა უმაღლესი განათლების დიპლომი.


III. ისტორია და ეთნოგრაფია (აკადემიური პროგრამა-ბაკალავრიატი 4 წელი. პროფესიული პროგრამა 3 წელი)

ამზადებს ფართო პროფილის ისტორიკოსებს, ეთნოგრაფებს და არქეოლოგებს.

 იურიდიული ფაკულტეტი

I. სამართალმცოდნეობა  (პროფესიული პროგრამა 3 წელი)

          ამ სპეციალობის სტუდენტები ეუფლებიან იურიდიულ მეცნიერებებს, სამართალმცოდნეობის სპეციალურ-დარგობრივ სფეროს.პროგრამა ითვალისწინებს სპეციალური და მაპროფილებელი საგნების შესწავლას, როგორიცაა მაგალითად:

უცხოური ენები;

ინფორმატიკა და გამოთვლითი ტექნიკა;

კონსტიტუციური სამართალი;

სახელმწიფო და სამართლის ისტორია;

სამედიცინო ექსპერტიზის საფუძვლები;

საერთაშორისო სამართალი;

მმართველობითი საქმიანობის საფუძვლები და სხვა.

კურსდამთავრებულები დასაქმდებიან იურიდიული პროფილით ფართო პროფილის ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში.

           გაიცემა უმაღლესი განათლების დიპლომი.



 ეკონომიკის ფაკულტეტი (აკადემიური პროგრამა-ბაკალავრიატი 4 წელი. პროფესიული პროგრამა 3 წელი)

I.ფინანსები (აკადემიური პროგრამა-ბაკალავრიატი 4 წელი. პროფესიული პროგრამა 3 წელი)
შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ მომზადდეს საბაზრო-ეკონომიკის პირობებში, თანამედროვე ბუღალტერ-ფინანსისტი და საფინანსო საქმის მენეჯერი, მიიღონ ღრმა თეორიული მომზადება და პრაქტიკული ჩვევები. საფუძვლიანად დაეუფლონ საბაზრო ეკონომიკის საკვანძო საკითხებს, ბიუჯეტის შედგენის წესებსა და ხერხებს, მისი შესრულებისათვის გასატარებელ ღონისძიებებს, ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯებს, რომელთა უზრუნველსაყოფად გამოიყენონ  ნორმატიული დოკუმენტები, კანონები და ბრძანებები, ინსტრუქციები და სახელმძღვანელო მასალები.შეისწავლონ და აწარმოონ დაწესებულებების ბუღალტრული აღრიცხვა, საფინანსო-საბიუჯეტო კანონმდებლობა, საბიუჯეტო დაგეგმვისა და დაფინანსების საფუძვლები, შემოწმების წესები და მეთოდები, რისთვისაც უნდა ფლობდნენ კომპიუტერულ ტექნიკას, მასზე მუშაობის პრაქტიკულ ხერხებსა და პროგრამულ პაკეტებს. დასაქმდებიან  დაწესებულებებში, ბუღალტერ-ეკონომისტებად, ეკონომისტებად და სხვა თანანმდაბობებზე.
შეისწავლება სპეციალური და მაპროფილებელი საგნები, როგორიცაა მაგალითად:
ბიზნესი და საბაზრო ურთიერთობები;
ფინანსები და კრედიტები;
ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვა;
მარკეტინგისა და მენეჯმენტის საფუძვლები და სხვ.
დაგეგმილია სასწავლო-საწარმოო  და წინასადიპლომო პრაქტიკები, პრესტიჟულ ბანკებსა და საფინანსო-საბიუჯეტო დაწესებულებებში.

 გაიცემა უმაღლესი განათლების დიპლომი.

II. საბუღალტრო აღრიცხვა, ანალიზი და კონტროლი  (პროფესიული პროგრამა 3 წელი)

პროგრამა ითვალისწინებს საბაზრო ეკონომიკის თანამედროვე მოთხოვნების ბუღალტერ-ეკონომისტის მომზადებასშეისწავლება სპეციალური და მაპროფილებელი საგნები, როგორიცაა მაგალითად:
         
ფინანსები და კრედიტები;
          
ეკონომიკური ინფორმატიკა;
          
მარკეტინგის და მენეჯმენტის საფუძვლები;
           
საგადასახადო კანონმდებლობა;
           
საბანკო ოპერაციები;
          
ბუღალტრული, საფინანსო და მმართველობითი აღრიცხვა;
          
წარმოების ეკონომიკური მართვა, საფინანსო კონტროლი და აუდიტი და სხვ.
სასწავლო, საწარმოო და სადიპლომო პრაქტიკას ბანკებში და დაწესებულებებში ეთმობა 14 კვირა. სპეციალისტები დასაქმდებიან საფინანსო-საკრედიტო დაწესებულებებში ბუღალტრებად, ეკონომისტებად,. შეისწავლება ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, ნორმატული დოკუმენტები, მეწარმეთა ეკონომიკური საქმიანობა, საწარმოებში ბუღალტრული ანგარიშების ანალიზისა და რევიზიის ხერხები, ფინანსური გაანგარიშებებისა და ბუღალტრული აღრიცხვის  კომპიუტერული უზრუნველყოფის საფუძვლები, სპეციალისტს შეეძლება საფინანსო-საკრედიტო ორგანოების წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტაში აქტიური მონაწილეობის მიღება, საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის აღრიცხვა და კონტროლი; ეცოდინება სამეურნეო საქმიანობის ეკონომიკური ანალიზი, რევიზია, კონტროლი, დაგეგმვა, დაფინანსება-დაკრედიტების პრინციპები, საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული საბუღალტრო აღრიცხვის კონცეფციები და სხვ.

   გაიცემა უმაღლესი განათლების დიპლომი.

 

 ბიზნესის ფაკულტეტი (აკადემიური პროგრამა-ბაკალავრიატი 4 წელი. პროფესიული პროგრამა 3 წელი)
 I.ტურიზმის მენეჯმენტი

ტურიზმის ინტენსიური აღორძინება საქართველოში იწყება 2001 წლიდან, ამდენად ამ დარგში კვალიფიციური სპეციალისტები და მათი დასაქმება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა. ამ მიზნით, მიზნობრივად და მიზანდასახულად, დაგეგმილია სასწავლო პროცესი ( სასწავლო გეგმები, პროგრამები, სახელმძღვანელოები, სასწავლო პრაქტიკები და სხვა მრავალი).  სპეციალისტების მეშვეობით წარიმართება სპეცკურსები, როგორიცაა, მაგალითად:
სასტუმროებსა და ტურისტულ კომპლექსებში მომსახურეობის ორგანი-ზაცია;
ტურიზმის ორგანიზაცია საქართველოში და საზღვარგარეთ;
ტურიზმის ეკონომიკა, კომპიუტერული უზრუნველყოფის საფუძვლები და მარკეტინგი;
დარგის ბუღალტრული აღრიცხვა;
საფინანსო-სავალუტო ოპერაციები;
ექსკურსიები და ტურიზმი და სხვა;
ურთიერთობათა ფსიქოლოგია და პროფესიული ეთიკა;
საქართველოს ხუროთმოძღვრული ძეგლები;
საქართველოს საექსკურსიო და ტურისტული მარშრუტები;
დაგეგმილია სასწავლო-საწარმოო და წინასადიპლომო პრაქტიკები, პრესტიჟულ დაწესებულებებში, 15 კვირის განმავლობაში. მიზნობრივი ექსკურსიები და პრაქტიკული მეცადინეობები, სასწავლო აღმზრდელობითი მიზნით მუზეუმებში და ჩვენი სულიერ-მატერიალური კულტურის ადგილებში.

გაიცემა უმაღლესი განათლების დიპლომი.

 

 II.სამედიცინო ოფისის მენეჯმენტი (პროფესიული პროგრამა 3 წელი)

მზადდება სამედიცინო ოფისის, კლინიკის მართვის სპეციალისტები. პროგრამა ითვალისწინებს სპეციალური, მაპროფილებელი საგნების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესწავლას, როგორიცაა:

უცხოური ენა;

კომპიუტერული პროგრამები Word-Excel-ბიზნესისათვის;

სამედიცინო ტერმინოლოგია;

მენეჯმენტის საფუძვლები;

ფინანსური ბუღალტერიის პრინციპები;

ლაბორატორიული ტესტები;

სამედიცინო ფსიქოლოგია, ეთიკა, მეტყველებითი კომუნიკაცია და სხვ.

პროგრამის წარმატებით ათვისება შესაძლებლობას მისცემს სტუდენტს გაერკვეს სამედიცინო ოფისის სტრუქტურაში, საქმის წარმოებაში, სამედიცინო დიაგნოსტიკის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მანიპულაციების წარმოებაში. პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებით შესძლებს კლიენტებთან და პერსონალთან ეთიკურ და ეფექტურ დამოკიდებულებას.

სწავლის პერიოდში სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას სამედიცინო დაწესებულებებში.

გაიცემა უმაღლესი განათლების დიპლომი.

 ხელოვნების ფაკულტეტი

I. ტანსაცმლის მოდელირება-კონსტრუირება (აკადემიური პროგრამა-ბაკალავრიატი 4 წელი. პროფესიული პროგრამა 3 წელი)     ჩვენება

          მოდა საზოგადაოდ და კერძოდ ტანისამოსის მოდა საზოგადოების ფენების სრულყოფა-განვითარებასთან ერთად იხვეწება-სრულყოფილდება და განიცდის მარადიულ განვითარებას, მათი ფუნქციონალური, მხატვრული, ესთეტიკური, მატერიალური ღირებულებების, ნაციონალური თუ ზოგადად საკაცობრიო მოთხოვნილება-ინტერესების გათვალისწინებით. კონსტრუქტორ-მოდელიორის პროფესიის (სამწლიანი სწავლების დასასრულს) დაუფლება შეგასწავლით:
         
როგორ გავარჩიოთ ცუდი და კარგი მოდა;
         
როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენი სტილი;
         
როგორ დავხვეწოთ გამოვნება;

წავლის შემდგომ, მიღებული კონსტრუქტორ-მოდელიორის პროფესია მოიცავს: ტანსაცმლის ესკიზის (ჩანახატი-ჩანახაზის) შექმნას, მის კონსტრუირებას და დაპროექტებას თარგის სახით და შემდგომ კერვას, დასრულებული ტანსაცმლის სახით. ეს მიიღწევა კოლეჯთან არსებულ მცირე საწარმოს ბაზაზე. მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ   საქალაქო გამოფენა-კონკურსებში მათი უნარის და დახელოვნების მიხედვით.
შეისწავლება , სპეციალური და მაპროფილებელი  საგნები, როგორიცაა მაგალითად:
         
სამეწარმეო სამართლის საფუძვლები;
         
სპეციალური ხატვა და მხატვრული გრაფიკა, მათ შორის კომპიუტერული გრაფიკა;
         
ტანსაცმლის მოდელირება და მხატვრული გაფორმება;
         
ტანსაცმლის კონსტრუირება;
         
სამკერვალო წარმოების ტექნოლოგია და მოწყობილობა, იარაღები და დანადგარები;
         
წარმოების ეკონომიკა, ორგანიზაცია, დაგეგმვა და მარკეტინგი;
რომლებიც უზრუნველყოფილია პრაქტიკული მეცადინეობებით, სასწავლო-საწარმოო და წინასადიპლომო პრაქტიკებით. კომპიუტერული ტექნიკა და უცხოური ენები შეისწავლება გაძლიერებული პროგრამებით.
         
პროგრამის დამთავრების შემდეგ იმართება ყოველწლიურისადიპლომო ნამუშევრების ჩვენება, რის შემდეგაც  გაიცემა  დოპლომი, რომელიც გარანტიაა იმისა, რომ იმუშოთ  კერძო ან საკუთარ საწარმოებში.

       გაიცემა უმაღლესი განათლების დიპლომი.

 

უმაღლეს საგანმანათლებლო პრგრამებზე მიიღებიან აბიტურიენტები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით. გაიცემა უმაღლესი განათლების დიპლომი.


უნივერსიტეტში,  სწავლის პერიოდი 4  წელია, სახელმწიფო ნორმატიული დოკუმენტის დაცვით. ჩარიცხვა სწარმოებს გასაუბრებით, ინტელექტუალური ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტებით. გასაუბრების შედეგების მიხედვით აბიტურიენტები ირიცხებიან შესაბამისი ცოდნის კრიტერიუმის ჯგუფებში, სუსტებთან დამატებითი დროის დაგეგმვით.

 

პროფესიული მომზადების და გადამზადების პროგრამები

I. კომპიუტერის და  უცხო ენის გამოყენება მცირე ბიზნესში; (1-2 წელი)

შეისწავლება: უცხოური ენა, კომპიუტერული პროგრამები, Word-Excel-PowerPoint-ბიზნესისათვის, ფინანსური ბუღალტერიის პრინციპები, ბიზნეს წარმოება.

II. სამედიცინო ოფისის ინფორმაციის სპეციალისტი; (1 წელი)

შეისწავლება: უცხოური ენა, საოფისე კომპიუტერული პროგრამები, სამედიცინო ტერმინოლოგია, მეტყველებითი კომუნიკაცია, სამედიცინო ფსიქოლოგია და ეთიკა. პრაქტიკა სამედიცინო დაწესებულებებში.

III. ოფისის ადმინისტრირება; (1 წელი)

შეისწავლება: უცხოური ენა, საოფისე კომპიუტერული პროგრამები, მენეჯმენტისა და ფინანსური ბუღალტერიის პრინციპები, წერითი და მეტყველებითი კომუნიკაცია, ბიზნეს წარმოება.

IV. მოკლევადიანი კურსი-ძიძა ოჯახში; (3 თვე)

შეისწავლება პედაგოგიკის, ბავშვთა ფსიქოლოგიის და პედიატრიის საკითხები. პრაქტიკას გაივლიან სკოლამდელი ასაის ბავშვთა და სამედიცინო დაწესებულებებში.

პროგრამების ათვისების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

 

არასრული საშუალო განათლების (9 კლასის ბაზაზე) შემდგომი სახელობო პროგრამები

I. ტანსაცმლის კერვა, კონსტრუირება; (3-6 თვე, 1-2 წელი)

II. კბილის ტექნიკი; (1-2 წელი)

III. მინანქარი და საიუველირო საქმე; (1-2 წელი)

IV. კომპიუტერის და  უცხო ენის გამოყენება მცირე ბიზნესში; (1-2 წელი)

COPYRIGHT (C) 2005. All Rights Reserved.