Eng

 
უნივერსიტეტ «გეორგიას” აქვს სკუთარი შენობა, სასწავლო-სამეცნიერო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თანამედროვე სასწავლო დოკუმენტაცია, პრაქტიკის ბაზები, ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის, ვიდეო-აუდიო, ლინგაფონის და სხვა კაბინეტ-ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა-სამკითხველო, სადაც შეიძლება დაუკვეთოთ ნებისმიერი სახელმძღვანელო, თუ სასწავლო პროგრამები, კონსპექტები, ბუკლეტები და სხვა.

უნივერსიტეტს გააჩნია

ტანსაცმლის მოდელირებისა და კონსტრუირების სპეცილობისათვის, როგორც სასწავლო, ასევე პრაქტიკის მიზნით, შექმნილია სრულყოფილი სამხატვრო და სამკერვალო სახელოსნო

 
თბილისის უნივერსიტეტი “გეორგია” ერთ-ერთი პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელია პოსტ-საბჭოთა სივრცეში. დაარსდა 1991 წელს (ლიცენზია No 01-17-08/381, 24-09-1991 წელი). დამაარსებელია შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება «ქსენონი» (ამჟამად შ.პ.ს. “უნივერსიტეტი გეორგია” (საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 23 მაისის დადგენილება No5/4-342)). ჩვენი ქვეყნის გამოჩენილ მეცნიერთა და პედაგოგთა გუნდმა (იხ. დამფუძნებლები) შექმნა და ჩამოაყალიბა ქართული ფილოლოგიის, ისტორიის, სამედიცინო, უცხოური ენების, საინჟინრო, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობები, თანამედროვე სასწავლო პროგრამებითა და გეგმებით.
საქართველოს დემოკრატიული რეფორმების 19 წლის მანძილზე უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა, როგორც თანამედროვე ევროპული ტიპის უმაღლესი სასწავლებელი; საკუთარი შენობით, სასწავლო-სამცნიერო მატერილურ-ტექნიკური, პრაქტიკის ბაზებით. ფუნქციონირებს ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის, ვიდო-აუდიო, ლინგაფონის და სხვა კაბინეტ-ლაბორატორიები. ბიბლიოთეკა-სამკითხველო, სადაც შეიძლება დაუკვეთოთ ნებისმიერი სახელმძღვანელო თუ სასწავლო პროგრამები, კონსპექტები, ბუკლეტები და სხვა.
საინტერესოდ მოღვაწეობს სტუდენტური დარბაზი, სტუდენტური დროის ბიუჯეტის სასწავლო-შემეცნებითი და კულტურულ-მასობრივი მუშაობისათვის (კონფერენციები, სტუდენტთა დასაქმება, ძირითადად კომპიუტერებთან მუშაობით,სტუდენტურ კიოსკებში, ექსკურსიები, შემოქმედებითი თუ გასართობი ღონისძიებები და სხვა მრავალი). ყველა აღნიშნული განაპირობებს მკაცრ სასწავლო-აღმზრდელობით დისციპლინას, შედეგი კი გარანტიაა თანამედროვე, მოაზროვნე, კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, განათლებული და ზნე-ხასიათით ჩამოყალიბებული სპეციალისტებისა.
უნივერსიეტეტს ურთიერთობა აქვს ევროპის და რუსეთის სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ცენტრებთან.
უნივერსიტეტი ამჟამად მუშაობს ევროკავშირის «ტასის»-ის პროგრამაზე ტურიზმის სფეროში: ტურიზმის მენეჯმენტის, მარკეტინგის, სასტუმროების ხარისხის მართვის, ტურიზმის ეკონომიკის, ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხებზე, ევროპული სტანდარტების პროგრამების, სახელმძღვანელოების, სასწავლო გეგმების შემუშავებასა და დანერგვაზე. უნივერსიტეტმა თავისი ფუნქციონირების მანძილზე გამოუშვა 2000-ზე მეტი სპეციალისტი, მათ შორის 20% წარჩინებული. სტატისტიკური მაჩვენებლებით დასაქმება შეადგენს 42%-ს.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გაიცემა,
უმაღლესი განათლების დიპლომი.
სწავლება ფასიანია.
მამული ეთერი

თურქული ენის
კათედრის გამგე,
ფილოლოგიის
მეცნიერებათა კანდიდატი.


საყვარელიძე ავთანდილი

ორთოპედიული
სტომატოლოგიის
კათედრის გამგე,
დოცენტი

ფანჯავიძე ევგენია

ისტორიის
კათედრის გამგე,
პროფესორი

გოგლიჩიძე ცისანა


გერმანული ენის კათედრის
კონსულტანტი, პროფესორი

ლეჟავა იაშა
სამართალმცოდნეობის
კათედრის გამგე, პროფესორი




ფურცელაძე მანანა

ინგლისური ენის
კათედრის გამგე
 
 
ბერაია გიორგი
შ.პ.ს. “უნივერსიტეტი გეორგიას” დირექტორი,

დაბადებული -1961 წ., ქართველი,
განათლება – უმაღლესი-სამედიცინო,
შრომის სტაჟი – სამეცნიერო-პედაგოგიური 25 წ.;
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ორდინატურა, ასპირანტურა; კლინიკური და ექსპერიმენტალური ქირურგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 20-მდე სამეცნიერო სტატიისა და შრომის ავტორი

გამოგონება _ «თავის ტვინის სისხლძარღვების მოდელირებისათვის” ცოლშვილიანი
საყვარელიძე ავთანდილი
სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი

დაბადებული 1927 წ. ქართველი
განათლება _ უმაღლესი-სამედიცინო, მ.მ.დ. პროფესორი, ეროვნული და ნიუ-იორკის აკადემიების აკადემიკოსი,
შრომის სტაჟი – სამეცნიერო-პედაგოგიური 48 წ.; ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე; 61 სამეცნიერო ნაშრომის, 3 სახელმძღვანელოს, 1 მონოგრაფიის და 1 გამოგონების ავტორი დაჯილდოვებული – ღირსების ორდენით ცოლშვილიანი
ნიკოლაძე გიორგი
შ.პ.ს. «ქსენონის» ვიცე-პრეზიდენტი

დაბადებული 1962 წ., ქართველი, განათლება – უმაღლესი-სამედიცინო; მ.მ.კ. მოსკოვის ვიშნევსკის სახელობის ინსტიტუტის ასპირანტურა; კლინიკური და ექსპერიმენტალური ქირურგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; ამერიკის ანგიოლოგთა ასოციაციის სამეცნიერო საბჭოს წევრი. 50-ზე მეტი სამცნიერო ნაშრომის ავტორი გარდაიცვალა 1996 წელს
ჩვენი ქვეყნის გამოჩენილ მეცნიერთა და პედაგოგთა გუნდმა შექმნა და ჩამოაყალიბა სხვადასხვა სპეციალობები თანამედროვე სასწავლო პროგრამებითა და გეგმებით

ქართული ფილოლოგია
— პროფესორები: ალექსანდრე ღლონტი, იოსებ მეგრელიძე, ლეო კვაჭაძე, გივი მიქაძე, გივი ნებიერიძე, ზურაბ სარჯველაძე

ისტორიის და ეთნოგრაფიის
— პროფესორები: ვალერიან ითონიშვილი, ნინო მაისურაძე

სამედიცინო
— პროფესორები: ავთანდილ საყვარელიძე, არჩილ ასათიანი, თამარ დეკანოსიძე

საინჟინრო
— პროფესორები: ალექსანდრე ბერაია, ჯონდო მალაღურაძე

საერთაშორისო ურთიერთობები
— პროფესორები: ილია ტაბაღუა, ევგენია ფანჯავიძე

უცხოური ენების
— პროფესორები: ცისანა გოგლიჩიძე, მერი ესაკია, ვენერა ჯანგიძე

უნივერსიტეტ  “გეორგია”-ს სათათბირო
საბაზრო ეკონომიკის პირობებში სასწავლებლის ოპტიმალური მართვის და პერსპექტიული განვითარების მიზნით რექტორატთან იქმნება სათათბირო.
სათათბიროს მიზანია მართვის ოპტიმალური მეთოდების გამოყენებით კონკურენტუნარიანი, მაღალი ხარისხის სპეციალისტების მომზადება.
სათათბიროს შემადგენლობაში შედიან: რექტორი (თავმჯდომარე ) დამფუძნებელთა წარმომადგენლები(1), სასწავლო ნაწილის გამგე.
სათათბიროს შემადგენლობას ამტკიცებს პარტნიორთა საბჭო.
სათათბიროს შემადგენლობა მუდმივმოქმედია და მოიწვევა წელიწადში 2-ჯერ მაინც, რექტორის ან პარტნიორთა  მიერ.
ა) სათათბირო იხილავს სასწავლებლის მართვის ოპტიმიზაციის საკითხებს; ბ) ადმინისტრაციის შტატების განაწილების საკითხებს; გ) სასწავლებლის ვაკანტურ ადგილებზე კონკურსის მოწყობის და მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების საკითხხებს.
სათათბირო იხილავს სასწავლებლის პერსპექტიული განვითარების პროექტებს, მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობის წარმართვის ძირითად მიმართულებებს.
ისმენს რექტორის ინფომაციას სხვადასხვა საკითხებზე.
ადგენს სახელმძღვანელოების, სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის გამოცემის გეგმებს და გრაფიკს.
სათათბიროს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
სათათბიროს გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით უბრალო უმრავლესობით.

 
 

უმაღლესი და საშუალო-სპეციალური სასწავლებლის მუშაობის ძირითადი მიმართულებისა და საკითხების გადაწყვეტის მიზნით, რექტორთან, მისი თავმჯდომარეობით იქმნება სასწავლო და სამეცნიერო-მათოდური საბჭო.
საბჭოს მიზანია სასწავლებლის კოლექტივის ძალისხმევით უზრუნველყოს თეორიული, პრაქტიკული და სამეცნიერო -კვლევითი საქმიანობის წარმრთვა მაღალ დონეზე და კონკურ-ენტუნარიანი, მაღალი ხარისხის სპეციალისტების მომზადება.
საბჭო ყალიბდება და მის შემადგენლობაში შედიან: რექტორი (თავმჯდომარე), პრორექტორები, ფაკულტეტის დეკანები,კათედრის გამგეები, სტუდენტური დარბაზის წარმომადგენლები,რომლებსაც ირჩევენ 3 წლის ვადით ფაკულტეტების საბჭოების მიერ, პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობიდან.
საბჭოს შემდგენლობას ამტკიცებს რექტორი;
ა)საბჭო განიხილავს და ამტკიცებს სასწავლო გეგმებისა და პროგრამების პროექტებს; ბ) პეიოდულად განიხილავს ფაკულტეტების სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების მიმდინარეობას; გ) აჯამებს სტუდენტთა პრაქტიკის შედეგებს და ზრუნავს მის გაუმჯობესებაზე; დ) მსჯელობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გეგმებზე და პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე; ე)განიხი-ლავს სახელმძღვანელოების, სამეცნიერო და სასწავლ-მეთოდური ლიტერატურის მომზადების საკითხებს; ვ) ანხორციელებს თანამ-დებობებზე დანიშვნის კონკურსებს; ზ) რეკომენდაციას უწევს საუკეთესო სტუდენტებს სახელობითი სტიპენდიების მოსაპოვებლად; ) ისმენს ფაკულტეტბის დეკანების ანგარიშს დამთავრებულ სტუდენტთა შესახებ; ) განსაზღვრავს სტუდენტთა ფიზიკური აღზრდის და მომზადების, მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების ღონიიძიებებს. ) განიხილავს აგრეთვე სასწავლებელთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
საბჭოს მუშაობა განისაზღვრება გეგმის მიხედვით თითოეულ სემესტრში. გეგმას ამტკიცებს რექტორი. საბჭოს ყველა გადაწყ-ვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, უმრავლესობის გადაწყვეტი-ლებით,ხოლო კონკურსების წარმართვისას ფარული კენჭისყრით.
საბჭოს გადაწყვეტილება ძალაში შედის რექტორის მიერ, დამტკიცებს შემდეგ.
საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი;
საბჭოს თავმჯდომარე ანხორციელებს სისტემურ კონტროლს საბჭოს გადაწყვეტილებებზე.

COPYRIGHT (C) 2005. All Rights Reserved.